NDI-ის 2023 წლის ოქტომბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა ჯანდაცვის სისტემის მთავარ გამოწვევად წამლებისა და სამედიცინო მომსახურების საფასურს ასახელებს.
გამოკითხვა 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. გამოკითხულთა 68%-ი მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის მთავარი პრობლემა წამლების საფასურია, სამედიცინო მომსახურების საფასურს კი მთავარ პრობლემად კვლევაში ჩართული მოქალაქეების 40% ასახელებს. სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაცია 28%-მა, ასევე 28% მთავარ პრობლემად წამლების დაბალ ხარისხს მიიჩნევს. სამედიცინო დაწესებულებებისა და სერვისების ხელმისაწვდომობაა პრობლემა 15%-ისთვის, ჯანდაცვის სისტემაში ბიუროკრატია კი 8%-ისთვისაა.
კვლევის მიხედვით, წამლების საფასური და ხარისხი პატარა ქალაქების მოსახლეობას შედარებით მეტად აწუხებთ.
წამლებისა და სამედიცინო მომსახურების საფასური ყველაზე დიდ გამოწვევად 2020 წლის პანდემიის შემდეგ სახელდება