Galt & Taggart-მა ნედლეულის ბაზრის ყოველთვიური მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომელიც ნედლეულის ფასების დინამიკას ასახავს და მიმოხილვაში ვკითხულობთ, რომ ნავთობის ფასი თვიურად 6.1%-ით გაიზარდა, რაც 2023 წლის სექტემბრის შემდეგ პირველი თვიური მატება იყო. ასევე გაზრდილია ბუნებრივი აირის ფასიც. საპირისპირო მაჩვენებელია ოქროს შემთხვევაში და ოქროს ფასი თვიურად 1.1%-ით შემცირდა. ასევე ფასის დინამიკაში შავი ზღვის საფრთხეებისა და გლობალური რეცესიის რისკის შემცირების ფონზე ცვლილებებია, ხორბლის ფასში და გაზრდილია სპილენძის ფასიც.
სტუმრები: კახა სამყურაშვილი - Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების უფროსი;
სერგი ყურაშვილი - Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი;