მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ნეკრესის მამული" ფართოვდება - რა გეგმები აქვს კომპანიას?

ნეკრესის მამული

კახეთში მდებარე სასტუმრო კომპლექსი "ნეკრესის მამული" ფართოვდება. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის დამფუძნებელმა, ოთარ ტაბატაძემ ისაუბრა.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, წელს სასტუმროს გაფართოება და 30 ნომრამდე გაზრდა იგეგმება, ამასთან სივრცეში ინფრასტრუქტურის განვითარებაა დაგეგმილი, რაშიც კომპანიამ 2 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

“ახალი ბლოკი ავაშენეთ და სასტუმროს 30 ნომრამდე ვზრდით. ამასთან ერთად, გარე ტერიტორიაზე სადეგუსტაციო მასტერკლასების სივრცე გვინდა მოვაწყოთ. გარდა ამისა, სასტუმროსთან ახლოს მდინარე ჩამოდის და იქ სავახშმო / საქორწილო ინფრასტრუქტურის განვითარებას ვგეგმავთ. ვენახებში იქნება სადილი/ქორწილი შესაძლებელი. ასევე, საბავშვო ზონა და კონტაქტური ზოოპარკი გვექნება.

მუშაობა ერთდროულად რამდენიმე ადგილზე უკვე დაწყებულია. დასრულების თარიღი კი, მიმდინარე წლის 30 მაისია”,- ამბობს ოთარ ტაბატაძე.

ცნობისთვის, "ნეკრესის მამული" სასტუმროსა და რესტორნის გარდა, მეღვინეობასაც მოიცავს. როგორც ტაბატაძე ამბობს, კომპანიამ ადგილობრივ ბაზარზე ღვინის სარეალიზაციო არეალი 80%-ით შეამცირა, თუმცა გეგმავს როგორც ონლაინ გაყიდვები, ამასთან სარესტორნო სივრცეში რეალიზაცია გააორმაგოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები