მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ნენსკრა ჰიდრო" სოფლებში - ჭუბერსა და ნაკრაში მექანიზაციის პროექტს ახორციელებს

BM.GE
27.03.19 09:53
1119
„ნენსკრა ჰიდრო“ სვანეთში, სოფლებში ჭუბერსა და ნაკრაში მექანიზაციის პროექტს ახორციელებს. მის ფარგლებში აღნიშნული სოფლების მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო და მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებისთვის მძიმე ტექნიკით მომსახურება გაეწევა. პროექტი საშუალებას აძლევს ნებისმიერ ცალკეულ მოსახლეს ან ჯგუფს, მაქსიმალურად გამარტივებული პროცედურის გავლით მიმართონ კომპანიას, რომელიც მას მძიმე ტექნიკით მომსახურებას გაუწევს. კომპანიამ საგანგებოდ პროექტისთვის ათამდე ერთეული მძიმე ტექნიკა გამოყო. ტექნიკის ამა თუ იმ ერთეულის მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს „ნენსკრა ჰიდრო“ სრულად დაფარავს. კომპანიამ პროექტი 11 და 12 თებერვალს ჭუბერსა და ნაკრაში გამართულ საჯარო განხილვებზე წარადგინა. როგორც "ნენკრა ჰიდროში" განმარტავენ, პროქტის ფარგლებში შესული 40-მდე განაცხადიდან 10 უკვე დაკმაყოფილებულია, დანარჩენი - განხილვის პროცესშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები