"ნენსკრა ჰიდრო" სვანეთში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, საინფორმაციო კამპანიას იწყებს
BM.GE
16.07.19 14:43
• 698
ნენსკრა ჰესის საპროექტო კომპანია - „ნენსკრა ჰიდრო“ სვანეთში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით საინფორმაციო კამპანიას იწყებს, რომელიც 3 თვის განმავლობაში მედიასა და სოციალურ ქსელში სხვადასხვა აქტივობას ითვალისწინებს. როგორც Bm.ge -ს „ნენსკრა ჰიდროს“ ოპერაციების მართვის დირექტორმა თეიმურაზ კოპაძემ განუცხადა, ნენსკრასა და ნაკრას ხეობები, სადაც ნენსკრა ჰესის პროექტი ხორციელდება, ამჟამად თითქმის უცნობია როგორც ქართველი, ისე უცხოელი ტურისტისთვის. “ დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წელიწადში, როდესაც ჩვენი პროექტის მეშვეობით შიდა ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდება, ადგილობრივი მცირე ბიზნესი განვითარდება და შეიქმნება სხვადასხვა მიმზიდველი ტურისტული ატრაქცია, სიტუაცია შეიცვლება” - აცხადებს კოპაძე. მისივე თქმით, ამჟამად ორივე ხეობაში საოჯახო ტიპის 20-მდე სასტუმრო მუშაობს, სადაც ძირითადად ჰესის პროექტში დასაქმებული ადამიანები ცხოვრობენ. კომპანიის ინფორმაციით, 2017 წლიდან დღემდე „ნენკსრა ჰიდრომ“ სოციალურ პროექტებზე 400 000 აშშ დოლარამდე დახარჯა.