მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ნენსკრა ჰიდრო“ ტურიზმის მხარდასაჭერად

BM.GE
15.06.20 09:05
745
შიდა ტურიზმის დასახმარებლად აქტიურია კერძო სექტორიც. ნენსკრა ჰესის საპროექტო კომპანიამ - სს „ნენსკრა ჰიდრომ“ სვანეთში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ვებ-გვერდი - www.chubekhevi.ge შექმნა. ორენოვანი ვებ-გვერდი „ნენსკრა ჰიდროს“ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში შეიქმნა და მესტიის მუნიციპალიტეტის ჯერ კიდევ უცნობი ადგილების - ნენსკრასა და ნაკრას ხეობების ტურისტული პოტენციალის შესახებ ქართველი და უცხოელი დამსვენებლების ინფორმირებას ისახავს მიზნად. ვებ-გვერდის დასახელება - „ჩუბეხევი“ ისტორიული სახელია ზემო სვანეთის იმ ორი ხეობისა, სადაც ჭუბერისა და ნაკრას ადმინისტრაციული ერთეულები მდებარეობს.
 
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები