მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ნენსკრა ჰიდრომ" გარემოსდაცვით კვლევებზე 10 მილიონამდე ლარი დახარჯა

BM.GE
06.06.19 18:15
994
ნენსკრა ჰესის საპროექტო კომპანიამ, "ნენსკრა ჰიდრომ" გარემოსდაცვითი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარებულ კვლევებსა და მონიტორინგზე, დღეის მდგომარეობით, 10 მილიონამდე ლარი დახარჯა. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე მუშაობა 2011-2017 წლებში მიმდინარეობდა. მის ფარგლებში ჩატარებულ კვლევებზე როგორც ქართველმა, ისე საერთაშორისო სპეციალისტებმა იმუშავეს. ზემოქმედების შეფასებასთან ერთად, ანგარიში მოიცავს იმ შემარბილებელი ღონისძიებების ჩამონათვალს, რომელთა შესრულების ვალდებულება საპროექტო კომპანიას აქვს აღებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები