მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ნენსკრა ჰიდრომ" მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები განაახლა

BM.GE
14.11.18 14:26
1192
ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელმა კომპანიამ - სს „ნენსკრა ჰიდრომ“ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში ჰესის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები განაახლა. ამჟამად გზის 5 ივლისის სტიქიით დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა მიმდინარეობს. სამუშაოებს „ნენსკრა ჰიდროს“ სუბკონტრაქტორი კომპანია „საქართველოს სამშენებლო კონსორციუმი“ ახორციელებს. მოსამზადაბელი სამუშაოების მომდევნო ეტაპი კი მდინარე ნენსკრაზე 3 ხიდის მშენებლობა იქნება. შეგახსენებთ პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებიც ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში ხიდებისა და გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას, სამშენებლო ბანაკებისა და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას მოიცავს, 2019 წლის ბოლოს დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები