მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ნენსკრა ჰიდრომ" სვანეთში, სოფლებში ჭუბერსა და ნაკრაში, მექანიზაციის პროექტის განხორციელება დაიწყო

BM.GE
26.02.19 09:51
1009
„ნენსკრა ჰიდრომ“ სვანეთში, სოფლებში ჭუბერსა და ნაკრაში, მექანიზაციის პროექტის განხორციელება დაიწყო. მის ფარგლებში აღნიშნული სოფლების მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო და მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებისთვის მძიმე ტექნიკით მომსახურება გაეწევა. ეს პროექტი კომპანიის ხელმძღვანელობამ მოსახლეობასთან შეხვედრაზე წარადგინა. როგორც „ნენსკრა ჰიდროს“ წარმომადგენელი განმარტავს, სოციალური პროექტი საშუალებას აძლევს ნებისმიერ ცალკეულ მოსახლეს ან ჯგუფს, მაქსიმალურად გამარტივებული პროცედურის გავლით მიმართონ კომპანიას, რომელიც მას მძიმე ტექნიკით მომსახურებას გაუწევს. კომპანიამ საგანგებოდ პროექტისთვის ათამდე ერთეული მძიმე ტექნიკა გამოჰყო. ტექნიკის ამა თუ იმ ერთეულის მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს „ნენსკრა ჰიდრო“ სრულად დაფარავს. ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილეც ამახვილებს ყურადღებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები