მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნენსკრა ჰიდროს" სოციალური პასუხისმგებლობა

BM.GE
27.05.20 09:39
744
ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელმა კომპანიამ - სს „ნენსკრა ჰიდრომ“ კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water--ის დახმარებით ეკონომიკის სამინისტროს კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა. კომპანიამ კორეიდან 100 უკონტაქტო თერმომეტრისა და 200 ერთეული სამედიცინო სპეცტანსაცმლის ჩამოტანა უზრუნველყო. აღნიშნულ დახმარებაში «K-water»-ის თანამშრომლებმა ინდივიდუალურად შეიტანეს წვლილი. კომპანიაში ამბობენ, რომ ამით მათ პანდემიასთან ბრძოლაში საკუთარი წვლილის შეტანა სურთ. “

დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, გამოვიჩინოთ სოციალური პასუხისმგებლობა და სოლიდარობა, რაც ყველას ერთად მოგვცემს შესაძლებლობას, დავამარცხოთ პანდემია. ჩვენი კომპანია სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, სოციალური პასუხისმებლობის ფარგლებში მესტიის მუნიციპალიტეტის ჭუბერისა და ნაკრას ადმინისტრაციულ ერთეულებში არაერთ პროექტს ახორციელებს. 2017 წლიდან დღემდე კოპმპანიამ სოციალურ პროექტებზე 2 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა,“ - აღნიშნავს კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში „ნენსკრა ჰიდროს“ აღმასრულებელი დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები