მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ნენსკრა ჰიდროს” თანამშრომელმა კომპანიისგან მილიონ ლარზე მეტი მიითვისა - კორეული მედია

6447cd9116577
შოთა ტყეშელაშვილი
25.04.23 17:06
991
კორეული გამოცემა The Korea Times-ის ცნობით, კორეის სახელმწიფო წყლის კომპანია K-water-ის თანამშრომელმა “ნენსკრა ჰიდროსგან” 850 მილიონი კორეული ვონი (637 ათასი დოლარი) მიითვისა. კორეული მედიის ინფორმაციით, თანხის მითვისება 9-16 იანვრის პერიოდში მოხდა და ბრალდებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქვეყნის დატოვების მცდელობისას დააკავეს.

ბრალდებული მამაკაცი თანხას ერთი კვირის განმავლობაში, საკუთარ საბანკო ანგარიშზე მრავალი ტრანზაქციით, მცირე ოდენობებით რიცხავდა, თითოეული ტრანზაქციის მოცულობა 1,500 დოლარზე ნაკლები იყო, რადგანაც დამნაშავემ იცოდა, რომ ამ დროს ბანკი K-water-ს შეტყობინებას არ გაუგზავნიდა. მომხდარი მას შემდეგ გაირკვა, რაც თანამშრომელი წინასწარი გართხილების გარეშე სამსახურში არ გამოცხადდა და მისი ადგილსამყოფელის დადგენა დაიწყო. „ნენსკრა ჰიდრომ“ კორეაში მისი ქონების დასაყადაღებლად ზომები მიიღო.

ცნობისთვის, კომპანია K-water-ი სვანეთში, მდინარე ნენსკრას ხეობაში 280-მეგავატის სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განვითარებას 2015 წლიდან ცდილობს. თუმცა, სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით ინვესტორს პროექტზე ხელშესახები პროგრესი არ აქვს.

ჰესის პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელია კომპანია “ნენსკრა ჰიდრო”, სადაც 90%-იან წილი კორეული “K-water-ის” საკუთრებაშია, ხოლო 10%-იანი წილი საქართველოს სახელმწიფო საინვესტიციო ფონდ “საპარტნიორო ფონდს” ეკუთვნის.

BMG კორეული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით შსს-ს დაუკავშირდა. უწყების პასუხს მკითხველს მიღების შემდეგ შევთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები