მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ნენსკრა ჰიდროსა" და ეკონომიკის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

BM.GE
30.01.19 09:35
1310
ნენსკრა ჰესის ინვესტორი კომპანიის - კორეის წყლის რესურსების კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორის, ჰაკსუ ლის ვიზიტის ფარგლებში სს „ნენსკრა ჰიდროსა“ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ და სს „ნენსკრა ჰიდროს“ აღმასრულებელმა დირექტორმა სუნიანგ კიმმა მოაწერეს ხელი. და ვიდრე ამ თემაზე და ნენსკრა ჰიდროზე დავით ჯალაღონიას მორიგ სიუჟეტს წარგიდგენდეთ, კიდევ ერტხელ გეტყვით, სს „ნენსკრა ჰიდრო“ კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water–ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. მის მიზანს მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა წარმოადგენს. ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, საქართველოს ყოველწლიურად1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის. გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები