მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ნენსკრაჰესზე მოსახლეობას უფრო მეტი განხილვა და განმარტება სჭირდება” - გუბერნატორის მოადგილე

6283adaf19908
ანუკა ჯოხაძე
17.05.22 22:32
1088
ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს bm.ge-ის განუცხადა, რომ “ნენსკრაჰესის” ინვესტორმა, კორეულმა კომპანია K Water-მა ვალდებულებები ვერ შეასრულა და ჰიდროელექტროსადგური ამ დრომდე ვერ ააშენა.

მინისტრის თქმით, ამჟამად მთავრობა ინვესტორთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა სახელმწიფოსთვის პროექტის პირობები გაუმჯობესდეს.

პროექტი, რომელიც 2015 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაანონსა ამ ეტაპზე დაპაუზებულია. როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი აცხადებს, მოსახლეობის ნაწილი პროექტის მომხრეა, თუმცა ნაწილს აქვს კითხვები, რომელიც შესაბამის პასუხებს საჭიროებს.

“მსოფლიოში არ მოიძებნება პროექტი, რომელსაც 100%-იანი თანხმობა აქვს. თუმცა მოგვარებადი თემაა, იმიტომ რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი წინააღმდეგია, გარკვეული მომხრეა. კომპანიას ტაიმაუტივით ჰქონდა აღებული აქტივობების თვალსაზრისით, შესაბამისად, დღესაც იგივე რჩება მოსახლეობის მოთხოვნები თუნდაც გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტზე, ასევე უსაფრთხოების კუთხით უფრო მეტი განხილვები და ახსნა-განმარტება სჭირდება მოსახლეობას. მიუხედავად იმისა, რომ ისინი პროექტს აპროტესტებენ, მათ კითხვებზე პასუხები უნდა მიიღონ", - ამბობს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი.

ცნობისთვის, ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის მთავარი ინვესტორი კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-Water-ია. მას “ნენსკრა ჰიდროში” 91.9%-იანი წილი აქვს, 8.1%-იან აქციონერს კი, “საპარტნიორო ფონდი” წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები