ნეპალისა და ტიბეტის საზღვარზე მომხდარმა მასშტაბურმა წყალდიდობამ და მეწყერმა რეგიონში უმძიმესი ვითარება შექმნა, რასაც სულ მცირე 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 400-მდე ადამიანი კი დაკარგულად ითვლება.
კატასტროფა რასუვას რეგიონში ოთხშაბათს დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოვლენა მიწისძვრამ გამოიწვია, რამაც ზვავი დაადნო და მდინარეში წყლის დონის მკვეთრი მატება განაპირობა.
ნეპალის არმიის ცნობით, საზღვრის ორივე მხარეს სამაშველო ოპერაცია აქტიურად მიმდინარეობს და ამ დროისთვის 88 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.
სტიქიამ რეგიონის ინფრასტრუქტურა სერიოზულად დააზიანა. წყლის მძლავრმა ნაკადმა ხიდები წაიღო, მრავალსართულიანი შენობები ჩამოანგრია და ტრიშულის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი დააზიანა. რეგიონში სატრანსპორტო მიმოსვლა, ელექტროენერგიის მიწოდება და კავშირგაბმულობა სრულად პარალიზებულია, კატალმანდუსკენ მიმავალი ცენტრალური გზა კი ჩაკეტილია.




























