მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნეპალში მყოფი საქართველოს რამდენიმე მოქალაქე უსაფრთხოდ იმყოფება - საგარეო საქმეთა სამინისტრო

ნეპალი
27.08.26 17:31
499

ნეპალში მყოფი საქართველოს რამდენიმე მოქალაქე უსაფრთხოდ იმყოფება - ამის შესახებ BM.GE-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

26 აგვისტოს ნეპალსა და ტიბეტის საზღვარზე მომხდარი სტიქიას ამ დროისთვის 350-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 1000-ზე მეტს ეძებენ, მათ შორის 700 უცხოელია.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ადგილზე შესაბამის უწყებებთან კავშირზე არიან.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კავშირზეა ნეპალში მყოფ საქართველოს რამდენიმე მოქალაქესთან, რომლებიც უსაფრთხოდ იმყოფებიან. ამ დრომდე, სტიქიის ზონაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ სამინისტროში ინფორმაცია არ შემოსულა“, - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები