CNN-ის ინფორმაციით, ნეპალში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 129 ადამიანი დაიღუპა.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა 5,6 მაგნიტუდის იყო, რომელიც ნეპალის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, კარნალის პროვინციაში დაფიქსირდა.
ნეპალის პოლიციის სპიკერის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაღუპულია 129 ადამიანი, ხოლო დაშავებულია 140.
გავრცელებული ინფორმაციით დანგრეულია შენობები და შესაძლოა დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს.