ნეპალში მიწისძვრის გამო დაღუპულთა რიცხვი 150-მდე გაიზარდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გადარჩენილთა დასახმარებლად ჯაჯარკოთისა და დასავლეთ რუკუმის რაიონებში გადაუდებელი დახმარების ჯგუფები უკვე გაიგზავნა.
ნეპალის მონიტორინგისა და კვლევის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა წუხელ ღამით, ადგილობრივი დროით 23:47 საათზე მოხვდა და მისმა სიმძლავრემ 5.6 მაგნიტუდა შეადგინა. ბიძგები იგრძნობოდა ნეპალის მომიჯნავე ინდოეთის ქალაქებშიც.
ოფიციალური უწყების ცნობით, ამ დროისთვის დაშავებულთა რაოდენობა 100-ს აღემატება.