მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ნექსია საქართველოს“ 10 წლის საიუბილეო წელი თანამშრომელთა გალა მიღებით გაიხსნა

„ნექსია საქართველოს“ 10 წლის საიუბილეო წელი თანამშრომელთა გალა მიღებით გაიხსნა
20.03.24 13:03
751

2024 წელს საერთაშორისო აუდიტორული კომპანია „ნექსია საქართველო“ საქმიანობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავს, რომლის ფარგლებშიც, წლის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობებსა და მასშტაბურ ღონისძიებებს აანონსებს.

3 მარტს, სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ში „ნექსია საქართველოს“ 𝟏𝟎 წლის იუბილეს ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები თანამშრომელთა გალა მიღებით გაიხსნა! ღონისძიებაზე, რომელსაც ნექსიას 𝟐𝟎𝟎-ზე მეტი თანამშრომელი ესწრებოდა, კომპანიის მმართველმა პარტნიორმა, ბორის მეგრელიშვილმა გასული წლის შედეგები შეაჯამა და თანამშრომლებს დეტალური ფინანსური მაჩვენებლები გააცნო.

„𝐍𝐞𝐱𝐢𝐚-ში კარგად გვესმის, რომ ყველა წარმატება არსებითად არის დაკავშირებული ჩვენი გუნდის მოტივაციასთან, რომლის ზრდასაც ყოველწლიურად ახალი ინიციატივებით, მათ შორის, მსგავსი ღონისძიებებით ვცდილობთ. საიუბილეო წლის პირველი ღონისძიების გუნდთან ერთად აღნიშვნაც კომპანიის ერთგულების გამოხატვაა ჩვენი თანამშრომლების მიმართ. კიდევ ერთხელ მადლობა გუნდის თითოეულ წევრს ჩვენი საერთო ღირებულებებისა და ხედვის განვითარებისთვის“ - ბორის მეგრელიშვილი, „ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი.

„ნექსიას“ მმართველი პარტნიორების თქმით, 2023 წელი კომპანიისთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წელი იყო, ცალკეული მიმართულებების მნიშვნელოვანი ზრდისა და ახალი პროექტების კუთხით. აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წელს, „ნექსიამ“ უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის - ISO 27001 დანერგვის პროცესი დაიწყო და წელს ოფიციალური სერტიფიკატის მოლოდინშია.

„გასული წელი დატვირთული იყო ინოვაციებით, ახალი პროექტებისა და მიმართულებების განვითარებით. 2023 წელს მივიღეთ ISO 27001 სტანდარტის დანერგვის გადაწყვეტილება, რამაც ჩვენს კომპანიაში ინფორმაციის კონფიდენციალობის, მისი მიღებისა და გაცემის კონტროლის შესაძლებლობები კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა და დღეს, იმ 20-მდე კომპანიის მცირე ჩამონათვალში ვართ საქართველოდან, რომლებსაც კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი აქვთ კომპანიაში“ - დავით მამრიკიშვილი, „ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი.

როგორც „ნექსიაში“ აცხადებენ, 2024 წლის გეგმები კიდევ უფრო ამბიციურია. მიმდინარე წელს, კომპანია საიუბილეო ღონისძიებებთან ერთან, კიდევ ერთ მნიშვნელოვან მოვლენას - საკუთარი ოფისის შეძენას აღნიშნავს, რომლის საზეიმო გახსნაც 22 მარტს, ქინგ დევიდის ბიზნეს ცენტრშია დაგეგმილი.