მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბანკებმა ბიზნესს სესხებთან ერთად, სხვა ფინანსური ინსტრუმენტებიც უნდა შესთავაზოს" - ბორის მეგრელიშვილი

64b90fcaf37cd
გიგა ბენია
20.07.23 15:19
362
"მნიშვნელოვანია, ბანკებმა ბიზნესს სესხებთან ერთად, სხვა ფინანსური ინსტრუმენტებიც შესთავაზოს", - ამის შესახებ "ნექსიას" მმართველმა პარტნიორმა BMGTV-ის გადაცემაში "ანალიტიკა" განაცხადა. ბორის მეგრელიშვილის თქმით, სესხების დივერსიფიცირება კარგია, თუმცა კერძო სექტორს სხვა ინსტრუმენტებიც სჭირდება.

“გასაგებია, რომ ევროში, დოლარში, ლარში დეპოზიტები უნდა დავაზღვიოთ და სესხები დივერსიფიცირებული უნდა იყოს, რომ შემდეგ დიდი დარტყმა არ მივიღოთ. თუმცა, აქ მნიშვნელოვანია ფინანსური ინსტრუმენტების უფრო მეტად დახვეწა, ვგულისხმბობ ოფციონებს, ფიუჩერსებსა და სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებს. სამწუხაროდ, კომპანიების უმეტესობა ამ ინსტრუმენტებს არ იყენებს. ეს ინსტრუმენტები საკმაოდ ძვირია და ბიზნესმაც არ იცის როგორ გამოიყენოს. ბიზნესს მოტივაცია ბანკებმა უნდა მისცეს და ეროვბულმა ბანკმაც უნდა გადადგას ნაბიჯები. თუ ბანკები ბიზნესს არა მხოლოდ სესხებს, არამედ ამ ტიპის კონტრაქტებსა შესთავაზებს, ცნობადობაც გაიზრდება”, - განაცხადა ბორის მეგრელიშვილმა.

ამასთან, ბორის მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის დედოლარიზაციის პოლიტიკა კარგია, თუმცა მისი შემსუბუქება მნიშვნელოვანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები