უკრაინაში ომის დაწყების გამო, ბევრმა საერთაშორისო კომპანიამ რუსეთი დატოვა. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ შვეიცარიულ კომპანიას “ნესტლეს” პირადად მოუწოდა რუსული ბაზრის დატოვებისკენ, თუმცა მათ უარი თქვეს.
“ნესტლეს" ხელმძღვანელს მარკ შნეიდერს იმ გვერდით ეფექტზე ვესაუბრე, რასაც რუსეთის ბაზარზე კომპანიის დარჩენა იწვევს.
სამწუხაროდ, მას არ ესმის. ტერორისტული ქვეყნების ბიუჯეტში გადასახადის გადახდა დაუცველი ბავშვებისა და ქალების მკვლელობას ნიშნავს. ვიმედოვნებ, "ნესტლე" აზრს შეიცვლის”, - წერს შმიჰალი.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის კონგრესის მიმართვის დროს ამერიკულ კომპანიებს რუსეთის ბაზრის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდა.




























