მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nestle-მ მიტანის სერვისის სტარტაპისთვის $100-მილიონიანი ინვესტიცია გამოყო

ნესტლე

საკვები პროდუქტების მიმწოდებელმა კომპანია Wonder Group-მა, საკვების მწარმოებელი გიგანტი Nestle-სგან $100-მილიონიანი დაფინანსება მიიღო.

სტარტაპი ინვესტიციას სასტუმროების, საავადმყოფოებისა და სპორტული არენების მსგავსი სივრცეებისთვის მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობისა და საკვები ინგრედიენტების მიწოდების სისტემის გამართვისთვის ეძებდა.

$100-მილიონიანი შეთანხმება Nestle-სა და Wonder Group-ს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას მოიცავს. დაფინანსება Wonder-სთვის საქმიანი ოჯახებისთვის ხარისხიანი საკვების მიწოდებას უფრო მარტივსა და ხელმისაწვდომს გახდის. სტარტაპი, რომელიც ბირჟაზე $3.5 მილიარდად არის შეფასებული, 2018 წელს დაფუძნდა.

აღსანიშნია, რომ ორივე კომპანია შეთანხმებას ადასტურებს, თუმცა ტრანზაქციის დეტალები არ საჯაროვდება.

Wonder-მა ცოტა ხნის წინ მზა სადილის მწარმოებელი კომპანია Blue Apron-ის შესაძენად $103 მილიონიანი შეთავაზება წარადგინა. CNBC-სთან ინტერვიუში Wonder ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, რომ Nestle-სთან პარტნიორობა კომპანიას უფრო სწრაფ ზრდაში შეუწყობს ხელს. Nestle ხემსებითა და ნახევარფაბრიკატებით არა მხოლოდ საცალო ვაჭრობის პუნქტებს, არამედ სკოლებს, უნივერსიტეტებსა და საკრუიზო ხაზებსაც ამარაგებს - რომლებსაც შესაძლოა Wonder-ის აღჭურვილობის შეძენა დასჭირდეთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები