მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nestle-მ ევროპული ბაზრისთვის KitKat-ის რეცეპტი შეცვალა

კიტკეტი

შვეიცარიული კვების გიგანტი, Nestle ევროპის მასშტაბით გაყიდვაში არსებული KitKat-ის რეცეპტს ცვლის. არსებული ინფორმაციით, ცვლილებების მიზანია, შოკოლადი უფრო ხრაშუნა გახდეს და მას თხილის გემოც დაემატოს. სიახლე ევროპის ქვეყნების უმეტესობაში 2027 წლის სექტემბრიდან ამოქმედდება.

როგორც ირკვევა, რეცეპტის ცვლილების ერთ-ერთი მიზანი ახალი მომხმარებლების მოზიდვაცაა. როგორც შვეიცარიის ქალაქ ვევეში გამართულ ყოველწლიურ მედიაღონისძიებაზე KitKat-ის გლობალური ბრენდის მენეჯერმა, რუვენ ლოხმიულერმა აღნიშნა, კომპანიას გრძელვადიანი გეგმები აქვს და ყველა ნაბიჯი მომხმარებლების ინტერესებზე იქნება მორგებული. მისი თქმით, შოკოლადს "მესამე დონე" დაემატება, რაც ტკბილეულის მოყვარულებს უფრო მრავალფეროვან გემოს შესთავაზებს.

ლოხმიულერის თქმით, Nestle დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნევდა, თითქოს რძიანი და შავი შოკოლადის მოყვარულთა გემოვნება ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა. ახალი რეცეპტი კი აჩვენებს, რომ ორივე ჯგუფის მოთხოვნების დაკმაყოფილება ერთ პროდუქტშია შესაძლებელი.

ცნობისთვის, Nestle-ის მიერ KitKat-ის შეცვლის წინა მცდელობები ყოველთვის წარმატებული არ ყოფილა. ორწლიანი მუშაობის შემდეგ კომპანიამ მცენარეულ ბაზაზე შექმნილი KitKat V გამოუშვა, სადაც რძის შემცვლელად ბრინჯის ფორმულა გამოიყენა. თუმცა, ის სტანდარტულ შოკოლადზე ძვირი ღირდა და ქვეყნების უმეტესობაში მისი წარმოება შეწყდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები