მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nestle-ს საქართველოს ბაზარზე შემოსავალი გაეზარდა

ნესტლე

Nestle-ს საქართველოში შემოსავალი გაეზარდა - შვეიცარიული საკონდიტრო გიგანტის ქართულმა შვილობილმა 2023 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა.

შვეიცარიული Société des Produits Nestlé -ს შვილობილმა „ნესტლე საქართველომ“ 2023 წელი საერთო ამონაგების 18%-იანი ზრდით დაასრულა. კომპანიის ამონაგები 110.1 მლნ ლარი იყო, წმინდა ამონაგებმა 6%-იანი ზრდა აჩვენა და 75 მლნ ლარი შეადგინა.

წმინდა ამონაგები მომხმარებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან

  • ნესკაფე - 18.8 მლნ ლარი
  • საკონდიტრო ნაწარმი - 24.2 მლნ ლარი
  • PetCare - 15.6 მლნ ლარი
  • ბავშვთა კვება - 7.6 მლნ ლარი
  • სასაუზმე ბურღულეული - 6 მლნ ლარი

კომპანიის მმართველობითი ანგარიშით ირკვევა, რომ ზრდის დიდი ნაწილი მოდიოდა საკონდიტრო ნაწარმისა და სასაუზმე ბურღულის სეგმენტებზე მოდიოდა.

2022 წელს კომპანიამ მიიღო 9.7 მლნ ლარის მოგება, რაც 2022 წელს არსებულ 12.2 მილიონ ლარზე 2.5 მილიონი ლარით ნაკლებია.

"2022 წლიდან „ნესტლე საქართველომ“ დაიწყო კიტკეტის, ნესკვიკის, გერბერის, ნესტლეს ფიტნესის ბრენდების ყიდვა ევროკავშირიდან და თურქეთიდან. 2022 წლამდე ამ ბრენდების მოწოდება ხდებოდა რუსეთიდან,"- ნათქვამია კომპანიის ანგარიშში.

„ნესტლე საქართველო“ არის მსოფლიოში ასობით „Nestlé in Market“ (“NiMs”) კომპანიიდან ერთ-ერთი. NiMs ბიზნესი წარმოადგენს სამომხმარებლო საქონლის წამყვან გლობალურ ბიზნესს, რომელიც ფლობს საკონდიტრო ნაწარმის, საკვები და სასმელი პროდუქტების, რძის პროდუქტების, საკვები დანამატების და შინაური ცხოველების მოვლის ბრენდების მრავალფეროვან პორტფელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები