მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნეთანიაჰუ სასამართლო რეფორმას, რასაც მასშტაბური პროტესტი მოჰყვა, შეაჩერებს - მედია

64219ccf852e3
მარიამ ვარადაშვილი
27.03.23 17:43
416
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სასამართლო რეფორმას შეაჩერებს. დაანონსებული რეფორმით, რომელმაც ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესში აღმასრულებელი ხელისუფლების როლი იზრდება.

ისრაელის მოქმედი კანონმდებლობით, უზენაეს სასამართლოს შეუძლია დაბლოკოს კანონები, რომლებსაც არასამართლებრივად ჩათვლის. ახალი კანონპროექტი საპარლამენტო უმრავლესობას ანიჭებს სასამართლოს ვეტოს დაძლევის უფლებას. დღეს ქვეყნის მთავარმა პროფკავშირმა კანონპროექტის გამო გაფიცვა გამოაცხადა. ისრაელის ახლად არჩეულ პრემიერს თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის თანამდებობიდან გათავისუფლებაც მოუწია, რადგან ის დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილების ეწინააღმდეგებოდა.

მინისტრის გადაყენებას ხალხმრავალი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა თელ-ავივში, იერუსალიმსა და სხვა ქალაქებში. კანონპროექტის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ რეფორმა დაასუსტებს სასამართლო სისტემას, რომელსაც ისტორიულად ქვეყანაში აღმასრულებელი ხელისუფლების მაკონტროლებელი ფუნქცია აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები