გართობის ინდუსტრიაში ისტორიული მნიშვნელობის გარიგება შედგა – Warner Bros Discovery-ის მფლობელი ამერიკული Netflix-ი გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ ლეგენდარული კინომწარმოებელი 82.7 მილიარდ დოლარად შეიძინა.
ცნობისთვის, Warner Bros Discovery-ის საბაზრო შეფასება ამ დრომდე $61 მილიარდს შეადგენდა, ხოლო Netflix-ის კაპიტალიზაცია $437 მილიარდის ფარგლებში იყო, რაც ამერიკულ გიგანტს საშუალებას აძლევდა, ისტორიული მოთამაშე მარტივად გამოესყიდა.
აღსანიშნავია, რომ შესასყიდი აქტივების შეფასება $72 მილიარდს შეადგენს, ხოლო $82.7 მილიარდი გარიგების საერთო მოცულობაა.
Netflix-ი Warner-ის აქტივების სანაცვლოდ კომპანიის თითოეულ აქციაში $30 გადაიხდის, რაც საბაზრო ფასთან შედარებით 20%-იანი პრემიუმს წარმოადგენს.
კომპანიებს შორის შეთანხმების მიღწევის მიუხედავად, არსებობს იმის რისკი, რომ აშშ-ის კონკურენციის სააგენტომ გარიგება ჩაშალოს, რადგან არსებობს ერთი კინომწარმოებლის ხელში რესურსების კონცენტრირების დიდი რისკი. ამ საკითხთან დაკავშირებით კომისიის გადაწყვეტილება მომავალ წელს გახდება ცნობილი.




























