მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Netflix-ს მილიონობით ახალი აბონენტი დაემატა – მიზეზი პანდემიაა

5ea03d2b55595
ნათია თაქთაქიშვილი
22.04.20 21:00
1002
Netflix-ი აცხადებს, რომ პირველ კვარტალში კომპანიას 15.8 მილიონი აბონენტი დაემატა და ამჟამად კომპანიას გლობალურად თითქმის 183 მილიონი აბონენტი ჰყავს, ხოლო მის კონკურენტ Amazon Prime-ს - 150 მილიონი, "Disney+"-ს კი 50 მილიონი აბონენტი. ამის შესახებ ინფორმაციას Forbes-ის ამერიკული გამოცემა ავრცელებს.

როგორც eMarketer-ის ანალიტიკოსი ერიკ ჰაგსტრომი აცხადებს, Netflix-ი არის და იქნება ერთ–ერთი მედია კომპანია, რომელზეც COVID-19-ისგან გამოწვეული ნეგატიური გავლენა მინიმალური იქნება.

„კომპანიის ბიზნესი მნიშვნელოვნად ხეირობს იმით, რომ მოსახლეობა სახლებსაა მიჯაჭვული“, - აცხადებს ანალიტიკოსი.

როგორც Forbes-ი წერს, ონლაინ სტრიმინგ კომპანიის აქციებზე ფასები რეკორდულად გაიზარდა და თითო აქციის ღირებულებამ 427 აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო კომპანიის საბაზრო ღირებულება მიმდინარე წელს 50 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა და 194 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ Netflix-ის კონკურენტი "Disney+"-ის საბაზრო ღირებულება 184 მილიარდ აშშ დოლარს ჩამოსცდა პირველ კვარტალში, მაშინ როდესაც 2019 წლის ბოლოს კომპანიის ღირებულება 258 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდებოდა.

"Disney+"-ის საბაზრო ღირებულების შემცირება კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება, რადგან მისი მფლობელი Walt Disney ვირუსის გამო საგრძნობლად ზარალდება. როგორც გამოცემა წერს, კომპანია იძულებულია პანდემიის გამო, დღემდე დახურული ჰქონდეს საკუთარი თემატური პარკები მსოფლიოს მასშტაბით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები