უცხოურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სტრიმინგ პლატფორმა Netflix-ი ყოველთვიურ პაკეტებზე ფასების გასაზრდელად კიდევ ერთხელ ემზადება. გამოცემა Variety-ის თქმით, Wall Street-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კომპანია მიმდინარე წელს ფასებს რამდენჯერმე გაზრდის.
UBS-ის ანალიტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ Netflix-ის პაკეტებზე ფასების ზრდა კომპანიის მოგების 15%-იან ზრდას ემსახურება.
სტრიმინგ გიგანტმა სერვისის ღირებულება სულ რამდენიმე თვის წინ შეცვალა და საწყისი, Basic პაკეტის ფასი $9.99-დან $11.99-მდე გაზარდა, თუმცა კომპანიის მიზანი კიდევ უფრო მეტის გამომუშავებაა. ამაზე მეტყველებს მომხმარებლებს შორის პაროლის გაზიარების ფუნქციისა და კანადასა და დიდ ბრიტანეთში Basic პაკეტის გაუქმება - ამ ქვეყნებში მსურველებს მხოლოდ $15.49-იანი Standard პაკეტით სარგებლობა შეუძლიათ, იმ შემთხვევაში, თუ არ სურთ სარეკლამო რგოლების ნახვა.
საინტერესოა, რომ ფასების ზრდის მიუხედავად, Netflix-ის მომხმარებელთა რაოდენობა, ამ დროისთვის, არ შემცირებულა. თავად კომპანიის წარმომადგენლებიც აცხადებენ, რომ მომხმარებელმა ცვლილება იმაზე უკეთ მიიღო, ვიდრე ამას კომპანიაში ვარაუდობდნენ.