სემეკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის მდგომარეობით ნეტო აღრიცხვის სისტემით 1 683 მომხმარებელი სარგებლობს, ხოლო მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური სიმძლავრე 142 მგვტ.სთ-ს შეადგენს. აქედან 71% მიერთებულია „ენერგო-პრო ჯორჯიას“, ხოლო 29% – „თელასის“ გამანაწილებელ ქსელზე.
სემეკის რეგულაციების შესაბამისად, საკუთარი მოხმარებისათვის, მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია ელექტროენერგია გამოიმუშაოს განახლებადი ენერგიების - მზის, ქარის, წყლის, მათ შორის ჩამდინარე წყლის გამოყენებით, ხოლო ჭარბად გამომუშავებული ენერგია მიყიდოს გამანაწილებელი ქსელის მფლობელ კომპანიას. ნეტო აღრიცხვა არ წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობას და ჭარბი ელექტროენერგიის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან.