მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნეტო დარიცხვაზე მოთხოვნა უკვე გვაქვს - ნარმანია

ნარმანია

სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია ამბობს, რომ ნეტო დარიცხვის სისტემაში ჩართვაზე უკვე არის მოთხოვნა იმის მიუხედავად, რომ კომისიას ახალი სისტემის წესი ჯერ არ დაუმტკიცებია.

"ნეტო დარიცხვაზე მოთხოვნა უკვე არის მიუხედავად იმისა, რომ სულ ახლახან მიიღო პარლამენტმა კანონში ცვლილება. დაინტერესება არის როგორც ფიზიკური, ისევე იურიდიული პირებისგან. ივლისში დავამტკიცებთ ამ წესს და გამოქვეყნებიდან მეორე დღეს უკვე შესაძლებელი იქნება ენერგოპრო ჯორჯიას ქსელში განაცხადების შეტანა. მანამდე ნებისმიერ პირს შეუძლია წინასწარ დაამონტაჟოს ეს სისტემები, უბრალოდ ქსელში ჩართვა მოხდება მას შემდეგ, რაც წესი დამტკიცდება და ძალაში შევა", - ამბობს ნარმანია.

ცნობისთვის, ნეტო აღრიცხვისგან განსხვავებით, რომელიც მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას გამოიყენონ ქსელში გადაცემული ჭარბი ელექტროენერგია მომავალი მოხმარებისთვის, ნეტო დარიცხვა გულისხმობს ქსელში მიწოდებული და მოხმარებული ელექტროენერგიის ცალ-ცალკე აღრიცხვას და ფინანსურ ანაზღაურებას. ანუ აქტიური მომხმარებელი იღებს ანაზღაურებას გამომუშავებული და ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიისთვის და ამასთანავე იხდის ქსელიდან მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები