მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Neuralink-ი უსინათლოებს მხედველობას აღუდგენს – მასკი

Neuralink

მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმის, ილონ მასკის განცხადებით, Neuralink-ის მიერ შექმნილ იმპლანტს მომავალში უსინათლო ადამიანებისთვის ხელოვნური მხედველობის მიცემა შეეძლება.

როგორც მასკი აღნიშნავს, Neuralink-ის მეცნიერები ახალ მოწყობილობაზე, Blindsight-ზე მუშაობენ, რომელიც მაიმუნებზე ჩატარებულ ცდებში წარმატებულ შედეგს აჩვენებს. ამ ეტაპზე მოწყობილობას პაციენტისთვის დაბალი რეზოლუციის და ხარისხის გამოსახულების მიცემა შეუძლია, თუმცა დროსთან ერთად ხარისხი გაიზრდება და, შესაძლოა, მომავალში ხელოვნურმა მხედველობამ ადამიანის ბუნებრივ შესაძლებლობებს გადააჭარბოს.

Blindsight-ის ნეირონული ინტერფეისი ადამიანის ტვინს უკავშირდება და გარე სენსორებიდან მიღებულ ინფორმაციას პირდაპირ მას უზიარებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის თვალების ფუნქციონალს ითვისებს და გონებას ხელოვნური მხედველობის წარმოდგენის საშუალებას აძლევს.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს ტექნოლოგია ჯერაც შესწავლის და გამოცდის საწყის ეტაპზეა, ამიტომ უახლოეს მომავალში ბაზარზე მის გამოჩენას არ უნდა მოველოდეთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები