მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Neuralink-ის პაციენტი კომპიუტერის მაუსს გონებით აკონტროლებს - ილონ მასკი

Neuralink Musk

პლანეტის უმდიდრესი მეწარმე მორიგ ხმამაღალ განცხადებას ავრცელებს, ილონ მასკის თქმით, Neuralink-ის პაციენტი, რომელსაც ტვინში ნეირონული ინტერფეისი ჩაუმონტაჟდა, კომპიუტერის მაუსს გონებით აკონტროლებს, ყოველგვარი ფიზიკური შეხების გარეშე.

მასკის თქმით, ოპერაციის შემდეგ პაციენტი თავს კარგად გრძნობს და მას არავითარი გვერდითი ნიშნები არ უფიქსირდება. როგორც ცნობილია, ადამიანზე პირველი ექსპერიმენტი Neuralink-მა გასულ თვეს ჩაატარა და მან წარმატებით ჩაიარა.

ნეირონული ინტერფეისი ის ტექნოლოგიაა, რომელსაც სამედიცინო სფეროში ნამდვილი რევოლუციის მოხდენა შეუძლია. ამ მიმართულებით არაერთი ინოვაციური სტარტაპი მუშაობს და ყველაზე გამორჩეული ილონ მასკის Neuralink-ია.

საწყის ეტაპზე, ამ ტექნოლოგიის მიზანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარებაა, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ტვინის იმპლანტის ფუნქციონალი გაიზარდოს და ერთ დროს ის ისეთივე უნივერსალურ მოწყობილობად იქცეს, როგორიც სმარტფონია.

ილონ მასკის თქმით, მომავალი სწორედ ნეირონული ინტერფეისისაა, რადგან ეკრანის მქონე მოწყობილობებმა უკვე მიაღწიეს თავიანთი პოტენციალის მაქსიმუმს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები