შტატ ნევადის სასამართლომ ერთ-ერთი ამერიკული კრიმინალური დაჯგუფების ყოფილი ლიდერი - დვეინ “კეფი დი” დევისი დააკავა, რომელსაც რეპერ თუფაქ შაკურის მკვლელობა ედება ბრალად. როგორც ირკვევა, რეპერის მკვლელობა დვეინ დევისმა მას შემდეგ დაგეგმა, რაც მის ძმის შვილს რეპერთან სამორინეში უთანხმოება მოუვიდა. ამერიკელი რეპერი კი, სწორედ სამორინის წინ ჩაცხრილეს, 1996 წელს.
შტატ ნევადის პოლიციის ინფორმაციით, დვეინ დევისი ერთ-ერთი უკანასკნელი მოწმე იყო და სწორედ ის ჩაუდგა სათავეში თუფაქ შაკურის მკვლელობის გეგმას. გავრცელებული ინფორმაციით, დვეინ “კეფი დი” დევისი სასამართლოში რამდენიმე დღეში წარდგება.
თუფაქ შაკური, რომელიც 2PAC-ისა და Macaveli-ის ფსევდონიმებითაა ცნობილი, მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლება.