მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Nexia TA

BM.GE
15.02.18 10:56
1509
თებერვლის Forbes Georgias Cover-ის გმირები კომპანია Nexia TA -ის დამფუძნებლები რამდენიმე მიზეზით გახდნენ. Nexia TA 2017 წელს Nexia International-ის ყოველწლიურ სამიტზე 125 ქვეყნის 650 ოფისს შორის დაჯილდოვდა წლის კომპანიის სტატუსით. ეს ყველაფერი არ არის. Nexia International - საბუღალტრო და საკონსულტაციო კომპანიების დამოუკიდებელი ქსელი საერთაშორისო საბუღალტრო ბიულეტინის (IAB) ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით ტოპ ათეულში ერთი ადგილით დაწინაურდა. IAB-ის თითოეული ანგარიში მსოფლიოს წამყვან და განვითარებადი ქვეყნების საბუღალტრო ინდუსტრიების ექსკლუზიურ კვლევას ეყრდნობა, რომელსაც ორგანიზაცია ყოველწლიურად ატარებს.

სტუმრები: გელა მღებრიშვილი - Nexia TA-ს მმართველი პარტნიორი;
დავით ლომიძე - Nexia TA-ს მმართველი პარტნიორი;
ბორის მეგრელიშვილი - Nexia TA-ს მმართველი პარტნიორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები