მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NFT აქტივებით ვაჭრობის მოცულობა თებერვალში მკვეთრად გაიზარდა

6401ab20b3baa
გიორგი თოლორდავა
03.03.23 12:33
765
გასული წლის კოლაფსებსა და გაკოტრების შემდეგ პირველად: ციფრულ ბირჟაზე NFT აქტივებით ვაჭრობის მოცულობა მკვეთრად გაიზარდა.

თებერვალში უნიკალური აქტივებით ტრეიდინგის მოცულობამ 2 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც 2021 წლის შემდეგ დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია.

განსაკუთრებით მაღალი აქტივობა ახლად დაფუძნებულ NFT-ბირჟა Blur-ზე ფიქსირდება, რომელსაც კონკურენტებთან შედარებით თითქმის ნულოვანი საკომისიო გადასახადები გამოარჩევს.

გარდა გარიგებების რაოდენობის ზრდისა, გაზრდილია ტრანზაქციების მოცულობაც, საშუალოდ წლიური ზრდის მაჩვენებელი 120%-ს აღწევს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ზოგიერთი NFT პროექტის ღირებულება მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.

ექსპერტების შეფასებით, მხოლოდ ტრანზაქციების რაოდენობის ზრდა სრულ სურათს არ აღწერს, რადგან გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ NFT-ტრიდინგის უდიდესი ნაწილი ფულის გათეთრების მიზნით ხორციელდება, შესაბამისად, რთულია იმის მტკიცება, თებერვალში დაფიქსირებული შედეგები რეალური მოთხოვნის ზრდითაა განპირობებული თუ თაღლითური აქტივობის მატებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები