მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NFT-აქტივებზე მოთხოვნა მკვეთრად იზრდება

NFT

კრიპტობირჟის აღმასვლისა და ბიტკოინის რეკორდული გაძვირების ფონზე, NFT-აქტივებით ვაჭრობის მოცულობა მკვეთრად იზრდება.

Galaxy Research-ის ინფორმაციით, ერთკვირიან ჭრილში უნიკალური აქტივებით ტრეიდინგის მოცულობამ 175 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც 2021 წლის შემდეგ დაფიქსირებული მაქსიმალური მაჩვენებელია.

როგორც ირკვევა, ტრანზაქციების უდიდესი ნაწილი ორ NFT-პლატფორმაზე მოდის, მათ შორისაა: OpenSea და Blur.

ექსპერტების შეფასებით, მხოლოდ ტრანზაქციების რაოდენობის ზრდა სრულ სურათს არ აღწერს, რადგან გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ NFT-ტრიდინგის დიდი ნაწილი ფულის გათეთრების მიზნით ხორციელდება, შესაბამისად, რთულია იმის მტკიცება, დაფიქსირებული შედეგები რეალური მოთხოვნის ზრდითაა განპირობებული თუ თაღლითური აქტივობის მატებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები