მთავრობა უცხოური გრანტების საპირწონედ გადასახადის გადამხდელების ფულით არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამას ქმნის. პრემიერ-მინისტრის თქმით, პირველი საგრანტო პროგრამები მომავალი წლის 1 იანვრიდან დაფინანსდება.
BMG-ის კითხვის საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ საუბარია რამდენიმე მილიონის გამოყოფაზე, თუმცა კონკრეტულად რა თანხა დაიხარჯება ახალი სამთავრობო ინიციატივისთვის, უცნობია. პრემიერი ირწმუნება, რომ საგრანტო პროგრამის ფარგლებში გაცემული და დახარჯული თითოეული თეთრი საზოგადოებისთვის გამჭვირვალე იქნება. რამდენად მიღებული პრაქტიკაა ბიუჯეტის ფულით არასამთავრობო სექტორის დაფინანსება და რას მივიღებთ ქართულ სინამდვილეში?
სტუმარი: დავით მაისურაძე - „ღრმა სტრუქტურული რეფორმების ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი;