რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში? - ტრადიციულად BMGTV-ის გადაეცემა „წერტილში“ ეს კითხვა დღესაც დაისვა. იურიდიული კომპანია BLB-ის მმართველმა პარტნიორმა, კახა შარაბიძემ რომელიც გადაცემის სტუმარი იყო, უპასუხა, რომ წერტილი პროტექციონიზმს და ნეპოტიზმს უნდა დაესვას.
„ნიჭიერ ადამიანებს უნდა მიეცეთ კარიერული, პროფესიული წინსვლის საშუალება. ამას ხელს უშლის პროტექციონიზმი და ნეპოტიზმი.
როცა კარგი სტუდენტი, კარგი განათლება მიღებული პერსპექტიული ადამიანი აქ ვერ აკეთებს პროფესიულ კარიერას, რადგან მას უფროსად არც ისე ნიჭიერი და განათლებული ადამიანი დაენიშნა, - ეს არის ის ფაქტორი, რის გამოც ახალგაზრდები ქვეყნიდან მიდიან. ისინი აქ თავის თავს ვერ პოულობენ,“ - განაცხადა კახა შარაბიძემ.