CNN-ის ინფორმაციით, პარასკევს ნიდერლანდების კლიმატისა და ენერგეტიკული პოლიტიკის მინისტრმა რობ ჯეტენმა განაცხადა, რომ ნიდერლანდებს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტი 2022 წლის ბოლომდე შეწყვიტოს.
როგორც CNN-ს ეკონომიკისა და კლიმატის პოლიტიკის სამინისტროს პრესსპიკერმა პიტერ ტენ ბრუგენკატმა განუცხადა, ნიდერლანდების მთავრობა სუბსიდირებას გაუწევს ენერგეტიკულ კომპანიებს, რათა წლის ბოლომდე გაზის მარაგები 70%-მდე შეავსონ.
ბრიუგენკატის თქმით, იმ შემთხვევაში თუ სუბსიდირების პროგრამა საკმარისი არ იქნება, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ენერგოკომპანია Energie Beheer Nederland-ი დარჩენილ სიმძლავრეს შეავსებს.




























