უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინა ნიდერლანდებისგან 42 ერთეულ F-16-ის ტიპის გამანადგურებელს მიიღებს.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრთან, მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.
„F-16-ები, ეს თვითმფრინავები გამოყენებული იქნება რუსი ტერორისტებისგან უკრაინული ქალაქების დასაცავად. პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე და მე შევთანხმდით F-16-ების რაოდენობაზე, რომლებიც უკრაინას პილოტებისა და ინჟინრების ტრენინგის დასრულების შემდეგ გადაეცემა.
42 თვითმფრინავი, ეს მხოლოდ დასაწყისია“, – აღნიშნავს ზელენსკი.