მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნიდერლანდები უკრაინას €500 მილიონის ამერიკული შეიარაღების სისტემების პაკეტს გადასცემს

სს

უკრაინული მედიის ცნობით, ნიდერლანდები უკრაინას €500 მილიონი ევროს ღირებულების ამერიკული შეიარაღების სისტემების პაკეტს გადასცემს.

„როგორც ნატო-ს მოკავშირე პირველი ქვეყანა, ნიდერლანდები უკრაინას 500 მილიონი ევროს ღირებულების ამერიკული შეიარაღების სისტემების პაკეტს გადასცემს, (მათ შორის Patriot-ის სისტემის ნაწილებსა და რაკეტებს).

ეს უკრაინას საკუთარი თავისა და დანარჩენი ევროპის რუსული აგრესიისგან დასაცავად დაეხმარება“, - აცხადებს ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები