მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნიდერლანდების მმართველი კოალიცია დაიშალა

ნიდერლანდები

ნიდერლანდების მთავრობის მიერ საიმიგრაციო პოლიტიკის განხილვას უთანხომოება და კოალიციური მმართველობის კოლაფსი მოჰყვა მას შემდეგ, რაც ულტრამემარჯვენე ლიდერმა გრეტ ვაილდერსმა თავისი პარტია კოალიციიდან გამოიყვანა.

"არანაირი ხელმოწერა თავშესაფრის გეგმებზე. არანაირი შესწორება "მთავარი ხაზების შეთანხმებაზე. PVV კოალიციას ტოვებს.

სხვა არჩევანი არ გვქონდა, ამომრჩეველს თავშესაფრის ყველაზე მკაცრ პოლიტიკას დავპირდით და ვერ ვასრულებთ" - დაწერა გრიტ ვაილდერსმა X-ზე.

PVV-მ ნიდერლანდების 2023 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა უმრავლესობა მოიპოვა და ქვეყნის ექსპრემიერისა და NATO-ს ამჟამინდელი გენმდივნის, მარკ რუტეს პარტია ჩაანაცვლა. გამარჯვების მიუხედავად, ქვეყნის ოთხმა უმსხვილესმა პარტიამ პრემიერ მინისტრად დიკ სკოფი, ნიდერლანდების დაზვერვის სერვისის ყოფილი ხელმძღვანელი აირჩია. საიმიგრაციო პოლიტიკაზე შეუთანხმებლობა გახდა ამავე წელს მარკ რუტეს გადადგომის მიზეზიც.

გასულ კვირას ვაილდერსმა პარტიის მიერ კოალიციის დატოვების შესახებ მიანიშნა. მან თქვა, რომ თუ პარტიის თავშესაფრის 10-პუნქტიანი გეგმიდან ძირითად ნაწილს კოალიცია არ მიიღებდა, პარტია კოალიციიდან გამოვიდოდა.

ვაილდერსი აცხადებდა, რომ ნიდერლანდებმა საიმიგრაციო პოლიტიკა უნდა გაამკაცროს, როგორც ამას ავსტრია, პოლონეთი, გერმანია და ბელგია აკეთებენ. კოალიციის წევრი სხვა პარტიის ლიდერები კი აცხადებენ, რომ ვაილდერსი ქვეყნის ინტერესებზე მაღლა საკუთარს აყენებს. ოპოზიციური პარტიები კი ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები