მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიდერლანდების პოლიციამ კლიმატის აქტივისტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა

აქცია ნიდერლანდებში

ნიდერლანდების პოლიციამ შაბათს იმ მომიტინგეების დასაშლელად, რომლებიც ჰააგაში მთავარ მაგისტრალს ბლოკავდნენ, წყლის ჭავლი გამოიყენა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

მაგისტრალზე შეკრებილი მომიტინგეები წიაღისეული საწვავის ინდუსტრიის სუბსიდირებას აპროტესტებდნენ. 

„ყველა მომიტინგე, ვინც ბლოკავდა A12-ს (მაგისტრალი) მოშორებულია“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

Extinction Rebellion-ის ხელმძღვანელობით, მომიტინგეებმა პირობა დადეს, რომ გზატკეცილის გადაკეტვა ყოველდღე გაგრძელდება. მანამ, სანამ პოლიტიკა არ შეიცვლება და მთავრობა ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის სუბსიდირებისთვის სახელმწიფო სახსრების გამოყენებას არ შეწყვეტს. 

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდებში საპროტესტო აქციები ზედიზედ მე-9 დღეა მიმდინარეობს. გასულ შაბათს პოლიციამ 2400 მომიტინგე დააკავა, მათ შორის არასრულწლოვნები. 




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები