მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნიდერლანდების სასამართლომ მთავრობას აზოტით დაბინძურების დონის შემცირება დააკისრა

დაბინძურება

ნიდერლანდების სასამართლომ ქვეყნის მთავრობას დაცულ ტერიტორიებზე აზოტით დაბინძურების აღმოფხვრა დააკისრა მას შემდეგ, რაც სამართალწარმოება კლიმატის ორგანიზაცია Greenpeace Netherlands-ის სარჩელის გამო დაიწყო.

კერძოდ, Greenpeace-მა სასამართლო დავა წამოიწყო მტკიცებით, რომ მთავრობა აზოტის ოქსიდით დაბინძურების კრიტიკულად მაღალ დონეს სათანადო ყურადღებას არ აქცევს. დაბინძურების მთავარი წყარო კი სატრანსპორტო საშუალებები და სოფლის მეურნეობაა. სასამართლოში ორგანიზაციის წარმომადგენელი აცხადებდა, რომ ქვეყანას ბოლო შანსი აქვს, გადაარჩინოს მცენარეებისა და ცხოველების საარსებო გარემო, რადგან თუ აზოტის ემისიები თუ არ შემცირდა, მათ საფრთხე ემუქრებათ.

აზოტით დაბინძურებას ნიადაგის დეგრადაციას იწვევს, ისევე როგორც ხეებისა და მცენარეების განაყოფიერება, რაც კონკურენტულ გარემოში უფრო დაუცველ მცენარეებს და, შესაბამისად, ბიომრავალფეროვნებას ანადგურებს. იმ შემთხვევაში, თუ დაბინძურება ოკეანემდე მიაღწევს, მოსალოდნელია ტოქსიკური წყალმცენარეების წარმოშობაც.

სასამართლოს განჩინების თანახმად, ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს, რომ აზოტის დონე შემცირდეს ქვეყნის მნიშვნელოვანი დაცული ტერიტორიებიდან ნახევარზე მაინც, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაეკისრებათ ჯარიმა, 10 მილიონი ევროს ოდენობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები