მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიდერლანდებმა გამოყო დამატებითი რესურსები ჟურნალისტების დაცვისთვის - კასპარ ველდკამპი

 კასპარ ველდკამპი

ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, კასპარ ველდკამპმა თქვა, რომ ქვეყანა მხარს უჭერს პერსონალური სანქციების დაწესებას რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირებისთვის.

მოსალოდნელია, რომ დღეს, 27 იანვარს, ევროკავშირი საბოლოოდ დაამტკიცებს საქართველოში გაცემული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების გადაწყვეტილებას.

"ნიდერლანდები ყოველთვის მომხრე იყო რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების მიმართ პერსონალური სანქციების დაწესების. ახლა ჩვენ ვაჩერებთ სავიზო რეჟიმს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის, რაც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია.

რაც შეეხება ჟურნალისტებსა და ჟურნალისტების თავისუფლებას, ძალიან შეშფოთებული ვარ, ამიტომაც არის, რომ ნიდერლანდებმა გამოყო დამატებითი რესურსები ჟურნალისტების დაცვისთვის, ასევე მათთვის, ვინც დემონსტრაციების დროს დააკავეს. ჩვენ ვდგავართ მათ გვერდით, ვისაც საქართველოს ევროპის გზაზე მუშაობა სურს და ეს პერსპექტივა რჩება ძალაში. ჩატარებული არჩევნების მიმართ კრიტიკულები ვართ", - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები