მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნიდერლანდებში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა - რამდენს ვვაჭრობთ ამ ბაზარზე?

ნიდერლანდები

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის Wijnimport Bleeker ორგანიზებით, ამსტერდამში, საერთაშორისო ფესტივალის Amsterdam Wine Festival ფარგლებში, ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

გამოფენაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ ღვინის მწარმოებელი კომპანიების სხვადასხვა სტილის როგორც კლასიკური, ისე ქვევრის ტექნოლოგიით დამზადებული ღვინოები დაეგემოვნებინათ.

საქსტატის ინფორმაციით, წელს 7 თვეში საქართველომ ნიდერლანდებში 45 518 ლიტრი ღვინო გაყიდა, საიდანაც $279 ათასის შემოსავალი მიიღო. მაშინ, როდესაც გასულ წელს, ანალოგიურ პერიოდში რეალიზებული ღვინის მოცულობა 34 826 ლიტრს, ხოლო მიღებული შემოსავალი $196 ათასს შეადგენდა.

მონაცემებით დგინდება, რომ ქვეყანას ნიდერლანდებში ღვინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 42.3%-ით გაეზარდა, ხოლო მოცულობა 30.7%-ით.

რაც შეეხება იმპორტს, წელს იანვარ-ივლისში საქართველომ ნიდერლანდებში $80 ათასის ღირებულების 5 818 ლიტრი ღვინო შეიძინა. 2024 წელს, ანალოგიურ პერიოდში შეძენილი ღვინის მოცულობა 4 094 ლიტრს, ხოლო გადახდილი თანხა $51 ათასს შეადგენდა. სტატისტიკიდან ვიგებთ, რომ საქართველოს იმპორტი 56.8%-ით შეუმცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები