მასშტაბური გაფიცვის გამო ნიგერიაში ეკონომიკური აქტივობები პარალიზებულია, რასაც თან მაღალი ინფლაცია ერთვის. პროფკავშირთა კონგრესისა (TUC) და ნიგერიის შრომის კონგრესის (NLC) წევრები მუშაობას განუსაზღვრელი ვადით წყვეტენ და ხელისუფლებისგან ნავთობის სუბსიდირების შემდეგ გაზრდილი ტრანსპორტის, სურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების დარეგულირებას მოითხოვენ. ამის შესახებ სააგენტო Anadolu იტყობინება.
“გარდა სახელმწიფოს კრახისა, ჩვენი შეთანხმება შეესრულებინათ, ჩვენ მათ NLC-ის პრეზიდენტზე თავდასხმაში დამნაშავეების გასამართლებას ვთხოვთ. პრეზიდენტი აიმოს შტატში სამუშაო ძალის ხელფასებსა და უფლებებზე სასაუბროდ იყო ჩასული, როცა თავს დაესხნენ, სცემეს პოლიციელებმა და სამთავრობო პირებმა”, - აცხადებს ფესტუს ოსიფო, პროფკავშირების პრეზიდენტი.
ეროვნული მასშტაბის გაფიცვის გამო დღეიდან ოპერაციები შეჩერებულია ბანკებსა და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებში, საზღვაო პორტებში, სარკინიგზო კორპორაციაში, საჯარო სკოლებსა და სხვა დაწესებულებებში.
როგორც ეკონომისტი და The Guardian-ის ეკონომისტი აღნიშნავს, გაფიცვის გამო აფრიკის უდიდესი ეკონომიკა მნიშვნელოვნად იზარალებს. მუსა ნჯადვარას თქმით, ინფლაცია კიდევ უფრო გაიზრდება მას შემდეგ, რაც პროდუქტების მიწოდება, მაღალ მოთხოვნასთან შედარებით, შემცირდება და ნიგერია უფრო მეტ ფულს დაკარგავს. მისივე შეფასებით, ასეთი მასშტაბური გაფიცვა საერთაშორისო ინვესტიციების მოძიებაზეც უარყოფითად იმოქმედებს.
Anadolu-ს ინფორმაციით, ერთ-ერთმა ბიზნესმენმა 24 საათში 4 მილიონი ნიგერიული ნაირა ($3 000) დაკარგა.
მიმდინარე წელს ეს ნიგერიაში პროფკავშირთა გაფიცვის მეხუთე შემთხვევაა.