მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიგვზის იმპორტი 50%-ით გაიზარდა - უზბეკეთი, ჩინეთი, ყირგიზეთი.. სად ყიდულობს საქართველო პროდუქტს?

ნიგოზი

გასულ 2024 წელს, 11 თვეში საქართველომ 10.7 მლნ აშშ დოლარის 2,746 ტონა ნიგოზი იყიდა რაც 2023 წლის საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე თანხაში 46.2%-ით მეტია, რაოდენობაში კი, 49.6%-ით მეტი. საუბარია ნაჭუჭგაცლილ კაკალზე.

TOP-5 იმპორტიორი ქვეყანა:

  1. უზბეკეთი - 4.09 მლნ აშშ დოლარის 1,090 ტონა;
  2. ჩინეთი - 3.7 მლნ აშშ დოლარის 917.8 ტონა;
  3. ყირგიზეთი - 1.6 მლნ აშშ დოლარის 429.7 ტონა;
  4. უკრაინა - 1.1 მლნ აშშ დოლარის 286.5 ტონა;
  5. თურქეთი - 146.3 ათასი აშშ დოლარის 21.5 ტონა.
  6. იტალია - 1.7 ათასი აშშ დოლარის 310 კგ.

ასევე, მცირე რაოდენობის კაკალი შემოვიდა ისრაელიდან და ირანიდან.

იმპორტის პარალელურად, საქართველოდან კაკლის ექსპორტიც ხორციელდება. 2024 წლის 11 თვეში, საქართველომ 1,082 მლნ აშშ დოლარის 153.5 ტონა ნიგოზი გაყიდა, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე თითქმის 100%-ით მეტია. საექსპორტო ქვეყნების სამეული ასეთია: რუსეთი - 758.2 ათასი აშშ დოლარის 95 ტონა; სომხეთი - 130.7 ათასი აშშ დოლარის, 24.6 ტონა; კატარი - 75.2 ათასი აშშ დოლარის 7.2 ტონა.

42%-ით, 909.5 ათას დოლარამდეა გაზრდილი 2024 წლის იანვარ-ნოემბერში ნაჭუჭგაუცლელი კაკლის იმპორტი. ამ შემთხვევაში, მთავარი იმპორტიორი ჩილეა, რომელსაც უკრაინა და არგენტინა მოჰყვებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები