მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკარაგუაში არჩევნები აღარ ჩატარდება - პრეზიდენტი

დანიელ ორტეგა

ნიკარაგუის პრეზიდენტმა დანიელ ორტეგამ განაცხადა, რომ ქვეყანაში არჩევნები აღარ ჩატარდება, რათა ოპოზიციამ ხელისუფლებაში მოსვლა ვერ შეძლოს.

80 წლის ლიდერმა, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტია 2007 წლიდან, ასევე განაცხადა, რომ მის კონტროლქვეშ მყოფ კონგრესთან ერთად ახალ კანონებს მიიღებს, რომლებიც, მისი თქმით, ოპოზიციის წინააღმდეგ კედელს ააშენებს.

საგულისხმოა, რომ ნიკარაგუის ავტორიტარმა ლიდერმა, გაპრეზიდენტებიდან ერთ წელში, 2008 წელს ხელი მოაწერა განკარგულებებს თვითგამოცხადებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე.

პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება შეკრებილ მხარდამჭერებს სანდინისტური რევოლუციის 47 წლისთავისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ცერემონიაზე გააცნო.

ბოლო არჩევნებზე ორტეგას რეჟიმმა ოპოზიციური პარტიებს საარჩევნო კამპანიის ჩატარება აუკრძალა და ყველა კონკურენტი კანდიდატი დააპატიმრა.

გასულ წელს, ორტეგანს განკარგულებით, ქვეყანამ საკონსტიტუციო ცვლილებებიც მიიღო, რომლის ფარგლებშიც საპრეზიდენტო ვადა ხუთიდან ექვს წლამდე გაიზარდა, ხოლო პრეზიდენტის მეუღლე, როსარიო მურილიო „თანაპრეზიდენტის“ პოსტზე დაინიშნა. ექსპერტების შეფასებით, მმართველმა წყვილმა ამ ნაბიჯით ქვეყანაში ოჯახური დიქტატურა საბოლოოდ გააფორმა.

ორტეგამ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება 2018 წლის საპროტესტო აქციებით გაამართლა. პრეზიდენტმა თქვა, რომ ოპოზიციური პარტიების არსებობა სახელმწიფო გადატრიალებების რისკს ზრდის, რაც ქვეყნის სტაბილურობას ძირს უთხრის.

ცნობისთვის, დანიელ ორტეგა ამერიკის შეერთებული შტატების კრიტიკითაც გამოირჩევა. მან ვენესუელის დიქტატორ ნიკოლას მადუროს დაკავების გამო ტრამპის ადმინისტრაცია არაერთხელ გააკრიტიკა. მისი თქმით, ვაშინგტონმა საპრეზიდენტო სასახლეზე იერიში უკანონოდ მიიტანა და მადურო მეუღლესთან ერთად ამერიკაში იძულებით გადაიყვანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები