მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nike-ი New Balance-სს და Skechers-ს უჩივის - მიზეზი პატენტზე უფლებების დარღვევაა

Nike

ფეხსაცმლის გიგანტმა Nike-მა პატენტზე უფლების დარღვევის ბრალდებით New Balance-ისა და Skechers-ის წინააღმდეგ ფედერალური სარჩელი შეიტანა. Nike-ის მტკიცებით, კომპანიებმა სპორტული ფეხსაცმელების ზედა ნაწილების დამზადებისთვის მისი ტექნოლოგია გამოიყენეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს

სარჩელის თანახმად, New Balance-ისა და Skechers-ის რამდენიმე სპორტულ ფეხსაცმელში გამოყენებულია Nike-ის დაპატენტებული Flyknit-ის ტექნოლოგია, რომელსაც ბრენდი სარბენ, ფეხბურთისა და კალათბურთის ფეხსაცმელების დასამზადებლად იყენებს.

Nike-ის სარჩელი პატენტზე უფლებების დარღვევის შესახებ ეხება New Balance-ის ისეთ მოდელებს, როგორიცაა Fresh Foam-ი, FuelCell-ი და Skechers-ის Ultra Flex-ისა და Glide Step-ის ბრენდებს.

Nike-მა სასამართლოებს ზარალის ასანაზღაურებლად დაუზუსტებელი რაოდენობის თანხა მოსთხოვა, დამატებით კი ორდერი, რომელიც სამუდამოდ შეუზღუდავს New Balance-სა და Skechers-ს პატენტის უფლებების დარღვევას.

New Balance-ის განცხადებით, კომპანია „სრულად პატივს სცემს კონკურენტების ინტელექტუალურ საკუთრების უფლებებს, თუმცა Nike-ი არ ფლობს ექსკლუზიურ უფლებას, შეიმუშაოს და აწარმოოს ფეხსაცმელი ტრადიციული წარმოების მეთოდებით, რომლებიც ინდუსტრიაში ათწლეულების განმავლობაში გამოიყენება“.

ცნობისთვის: Nike-მა Flyknit-ის ტექნოლოგიაზე პატენტის უფლებების დარღვევისთვის ადრე Adidas-ს, Puma-სა და Lululemon-საც უჩივლა. Adidas-თან და Puma-თან დავა მოგვარებულია, თუმცა Lululemon-ის წინააღმდეგ საქმე კვლავ გრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები