Nike-ის თანადამფუძნებელმა, ფილ ნაითმა და მისმა მეუღლემ, პენი ნაითმა ორეგონში მდებარე ჯანმრთელობისა და მეცნიერების უნივერსიტეტის Knight Cancer Institute-ს $2 მილიარდი შესწირეს. ნაითების ოჯახის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ისტორიულად ითვლება, რადგან ამ მოცულობის ერთჯერადი დონაცია ამერიკულ სასწავლებელში არასდროს, არავის განუხორციელებია.
შემოწირულება ინსტიტუტს საქმიანობის მეტად დამოუკიდებლად გაგრძელების საშუალებას მისცემს. ამასთან, დაწესებულება ორჯერ მეტი ონკოლოგიური პაციენტის მიღებას შეძლებს. გაორმაგდება სიმსივნის კვლევისთვის გამოყოფილი ხარჯები. ინსტიტუტი პაციენტებს მომსახურების სრულ და გაუმჯობესებულ სერვისს შესთავაზებს, მათ შორის გენურ გამოკვლევებს. პროგრამას ექიმი ბრაიან დრაკერი უხელმძღვანელებს.
თავად 87 წლის ფილ ნაითი ამჟამად Nike-ის საპატიო თავმჯდომარეა და კომპანიის უმსხვილესი ინდივიდუალური მეწილეა. მართალია, მან ხელმძღვანელის პოზიცია დიდი ხნის წინ დატოვა, თუმცა ამ პოზიციას უცვლელად ინარჩუნებს. საპატიო თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ ფილ ნაითმა მთელი ყურადღება ფილანთროპიას დაუთმო. ის ორეგონის შტატში არაერთ სამედიცინო თუ საგანმანათლებლო დაწესებულებას აფინანსებს და ამაში მილიარდობით დოლარს ხარჯავს.




























